logo
ENG



"კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" – დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ქართველები აქციას აანონსებენ

09 აპრ 202408:28
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/09/ihjrt9sq42d7f9s.jpg

"კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" – დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ქართველები ლონდონში, საქართველოს საელჩოსთან, დღეს, 5 საათზე აქციას აანონსებენ.

"დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ქართველები ვეწინააღმდეგებით საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსული კანონის ხელმეორედ ინიციირებას და მოვითხოვთ პარლამენტში შეტანილი კანონპროექტის უკან გაწვევას, რადგან ის საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და ევროინტეგრაციის პროცესს.

მადლობას ვუხდით ყველას, ვინც რუსული კანონის მიღება არც შარშან დაუშვა საქართველოში და წელსაც აპროტესტებს. ამ ბრძოლას ერთიანობით მოვიგებთ! ჩვენც თქვენ გვერდით ვართ!

9 აპრილს, 17:00 საათზე, საქართველოს საელჩოსთან ვიკრიბებით ყველა, ვისაც გული შეგვტკივა საქართველოს დემოკრატიასა და ევროპულ მომავალზეკი ევროპას! არა რუსულ კანონს! მისამართი: 20 St.George’s Square, Pimlico, London SW1V 2HP“, - ნათქვამია განცხადებაში.

დაპირების მიუხედავად, ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში - ახალ ვერსიაში "უცხოური გავლენის აგენტი" შეცვლილია "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით". 

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, მან დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა უკვე დაიმსახურა.


close დახურვა